„ის რაც დღეს ხდება, ლარის კურსზე გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგია. აქ ძირითადად იგულისმება თურქეთში და რუსეთში მიმდინარე პროცესები - ლირისა და რუბლის გაუფასურება. ეს პირდაპირ ბმაშია ქართულ ეკონომიასთან“ - აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
ცუცქირიძე სამომხმარებლო ფასებზე ინფლაციას გამორიცხავს.
„აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 %) დაბალია - დღეს არის 2.7 პროცენტი. შესაბამისად, ინფლაციის ზემოქმედება სამომხარებლო ფასებზე გამორიცხულია. ამ სიტუაციაში ეს არის ძალიან კარგი ფაქტორი. უნდა ავღნიშნო, რომ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაგრძელოს პროცესებზე დაკვირება. მას ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, ყველა საგარეო რისკის ზემოქმედება შეამციროს, მოახდინოს მისი მინიმიზაცია და ეროვნული ვალუტა ნეგატიური ზემოქმედებისან დაიცვას. რაკი ეროვნული ბანკი არ ახდენს რაიმე ქმედებებს, ეს ნიშნავს რომ სწორად იქცევა - აცხადება გოგიტა ცუცქირიძე.
მისი თქმით, ყველა ფუნდამეტური ფაქტორი, იქნება ეს ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, ზურიზმიდან მიღებული შემოსავლები თუ ფულადი გზავნილები, პოზიტიურ დინამიკაშია და საერთოდ არ არსებობს პროგნოზი იმისა, რომ ცუდი ზეგავლენა გადმოვა ქართულ ბაზარზე და დარტყამს ქართულ ლარს.
„პატარა ქვეყნების ბაზრებს ყოველთვის ახასიათებს ასეთი რყევები. ქართულ ლარს დღევანდელი მონაცემებით არაფერი ემუქრება“ - აცხადებს ცუცქირიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.