რომან გოცირიძე: ამ მომენტში ლარი ეცემა და ამაში დამნაშავე პირდაპირ მთავრობაა
13-08-2018, 21:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან  გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისგან. გოცირიძე ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს.

 

 

„ეს იყო მოსალოდნელი და ეს გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის და მთავრობის არასწორი საფინანსო და მონეტარული პოლიტიკით. როდესაც ქვეყანაში არის ტურისტების მოზღვავება, როდესაც იზრდება ექსპორტი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები დიდძალ ფულს რიცხავენ უცხოეთიდან და ამ მომენტში ლარი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში დამნაშავე არის პირდაპირ მთავრობა და ეროვნული ბანკი. როდესაც ერთი და იგივე მოვლენა მეორდება წლების განმავლობაში, ასე იყო შარშანაც, ასე იყო შარშანწინაც და ყოველ წელიწადს აბრალებენ რაღაც. ხან უცხოურ კრიზისებს, ხან თურქეთს აბრალებენ. რატომ არ მოქმედებს თურქეთის კრიზისი სომხეთზე? ან რატომ არ მოქმედებს აზერბაიჯანზე. ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისაგან“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი