ხონის მუნიციპალიტეტი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. საგანგებო შტაბი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 14 ივნისს შეიქმნა და ძალიან ბევრმა ხონელმა გამოთქვა დაზრალებულებისათვის დახმარების სურვილი.
გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხონში მოქმედი საჯარო დაწესებულებების, ა(ა)იპების თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, მცირე ბიზნესის მფლობელები, ფერმერები, მეწარმეები, კოოპერატივები, რიგითი ხონელები ერთსულოვნად ჩაერთვნენ აქციაში.
დაზარალებულების დასახმარებლად შეგროვდა საკვები პროდუქტები, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც თბილისში დღეს დილით გაიგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.