პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. მაჩალიკაშვილს 12:00 საათისთვის ელოდებიან.
ის, სავარაუდოდ, მოწმის სტატუსით გამოიკითხება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით იბარებენ მას საგამოძიებო ორგანოში.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ერთ-ერთ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქებაზე საუბრობდა, თუმცა ამ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.