გრიგოლ ვაშაძე: „ამას ჰქვია ქართველების გენოციდი... გვყავს აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელი ხელისუფლება“
14-08-2018, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ლეჩხუმში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელია“ და საკუთარ მოქალაქეებს „გენოციდს“ უწყობს.

 


„ამას უკვე სიბრაზე და აღშფოთება აღარ ჰქვია, ამას ჰქვია ქართველების გენოციდი. ლეჩხუმში 500-ზე მეტი სიკვდილიანობაა ყოველ წელს, ჯვარი წერია ყველას, რა თქმა უნდა, და 30-ზე, 36-ზე, 40-ზე მეტი ბავშვი არ იბადება, განახევრებულია უკვე მოსახლეობა, იმის ნაწილი კიდევ ემიგრაციაში არის წასული. ეს არის ნამდვილი გენოციდი ქართველების. ადამიანებს უნდათ მიწაზე მუშაობა; ადამიანებს უნდათ მთის შენახვა; ადამიანებს უნდათ მთის სოფლების შენახვა და ამის შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ რომ გვყავს აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელი ხელისუფლება“, განაცხადა ვაშაძემ ცაგერში და დაამატა, რომ ხელისუფლების სათავეში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობა „21-ე საუკუნის რელსებზე“ გადავა.

 


„გავიმარჯვებთ თუ არა, მოვა თუ არა ეროვნული, ნამდვილად ეროვნული მთავრობა ხელისუფლების სათავეში, დეტალურად გათვლილი სოფლის მეურნეობის წინ წაწევის, პროგრესის და 21-ე საუკუნის რელსებზე გადაყვანის პროგრამა გვაქვს. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი არის. დღეს გლეხს ამის გაკეთების საშუალება არ აქვს, მაგრამ შეიძლება ბიუჯეტიდან იმის თანხების გამოთავისუფლება, რომელიც საშუალებას მისცემს სოფლის მეურნეობაში მშრომელს, ნორმალურად იცხოვროს“, აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი