ლონდონში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ავტომანქანით პარლამენტის შენობის გარეთ უსაფრთხოების ბარიერებს დაეჯახა, იტყობინება BBC სკოტლანდ იარდზე დაყრდნობით.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს ფეხით მოსიარულეებმა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა.
ადგილზე პოლიციის მრავალრიცხოვანი ძალების, მეხანძრეების და სასწრაფო დახმარების ავტომანქანების მობილიზაცია მოხდა, გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები.
შემთხვევის ადგილას რჩება შეიარაღებული პოლიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.