პარლამენტი თბილისში, ხოლო პრეზიდენტის სასახლე, ათონელის ქუჩაზე გადავა - დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა წამოაყენა
14-08-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა წამოაყენა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის პარლამენტს თბილისში გადმოიტანს, ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს რესპუბლიკის სასახლეს განათავსებს და პრეზიდენტის სასახლეს ათონელის ქუჩაზე გადაიტანს.


„დაუშვებელია სასახლეებისა და რეზიდენციების საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკური კონიუნქტურიდან თუ პერსონალური გადმოსახედიდან გამომდინარე. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შევალ ავლაბრის რეზიდენციაში და დაუყოვნებლივ დავიწყებ მცდელობას, რომ პარლამენტი დაბრუნდეს თბილისში და ამით პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდეს საქართველოს რესპუბლიკის სასახლე და პრეზიდენტმა გააგრძელოს მუშაობა ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში“, განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები: 1
#1   მალხაზ ხარატიშვილი
      
ეს ის კაცია (კაცია?!), რომელიც სკკპ-ში 9 აპრილის მერე შევიდა.
ეს ისე, ცნობისათვის.
14 აგვისტო 2018 22:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი