თბილისში მთელი ღამის განმავლობაში 112-ში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 47 შეტყობინება შევიდა
19-06-2015, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია - დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანლის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე. 8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს.


მისივე თქმით, სამუშაოები დილიდან განახლდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც, სადაც ბულდოზერების მეშვეობით ხორციელდება ტერიტორიის შლამისგან გაწმენდა. ჯერჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. დღეს განხორციელდება სამუშაოები დატბორილი ვოლიერების გაწმენდის მიზნით.


როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. ამ მომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.


ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაშალი მასალის დიდი ნაწილი მოსწორებულია. საფლავები გასუფთავებულია შლამისგან. დილიდან დაიწყო მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.


წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოების ბეტონის დამცავი კედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება მდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად.


განხორციელდა "მზიურის" ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება რამაც, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეში ტერიტორიიდან გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა.

 


სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ. შედეგად, შესაძლებელი გახდა ძაღლების თავშესაფართან მდინარე ვერეს ძველ კალაპოტში დაბრუნება და თავშესაფართან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციონირების აღდგენა. აღნიშნული ცხოველების დარჩენილი ლეშის გატანის შესაძლებლობას იძლევა. დილიდან დაიწყეს მუშაობა მაშველებმაც, რომლებიც აპირებენ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დარჩენილი 5 დათვის ლეშის გამოტანას. დაახლოებით ღამის 4 საათისთვის დასრულდა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნიდან გაფუჭებული საკვები პროდუქტის სრულად გატანა.


ღიბრაძის განცხადებით, 19 ივნისის ღამის განმავლობაში 112-ში შევიდა 47 შეტყობინება ამ თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა.


ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი