ელისო კილაძემ გერმანიის და აშშ-ის სამართალდამცველებს მასალები გადაუგზავნა და განცხადებით მიმართა ქართულ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რატომ ჩაიშალა ევროპაში მისი, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ვიზიტი
14-08-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ევროპაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც სუს-ის „არასწორი“ ინფორმაციის გავრცელების გამო ჩაიშალა, და აღნიშნა, რომ მან ყველა მასალა გერმანიის ფედერალურ პოლიციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნა და, ასევე, მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.

 


„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააგზავნა დახურული ფაილით ცნობა, რომ ვიზიტის ორგანიზატორს, ამერიკის მოქალაქეს, პაატა აბჟანდაძეს, ელისო კილაძესა და ზაზა სარალიძეს შეყავდა ევროპის ტერიტორიაზე პირი, რომელიც ძებნილი და ეჭვმიტანილია ტერორიზმის ხელშეწყობაში. ყველა მასალა, რაც მქონდა, გადავაგზავნე გერმანიის ფედერალურ პოლიციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე განცხადებით მივმართე მთავარ პროკურატურას, რომ დაეწყო გამოძიება, რატომ მოხდა ვიზიტის ჩაშლა და რატომ მიაწოდა სუს-მა გერმანულ მხარეს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი იმყოფებოდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში“, განაცხადა მედიასთან საუბრისას ელისო კილაძემ, სანამ თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე შევიდოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი