დავით ზალკალიანი: აშშ-ს მხრიდან საქართველოს ექნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა
14-08-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმაურება, რომელშიც  საქართველო მოიაზრება, როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი. ზალკალიანის თქმით, შეერთებულ შტატებს ეროვნულ ინტერესებში აქვს საქართველოს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

 

 

„საუბარია ერთობლივი წვრთნების მეტ სიხშირეზე, როგორც შავ ზღვაში, ისე ხმელეთზე. დოკუმენტში აღნიშნულია, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოზე საუბარია თავში, რომელსაც ეწოდება რუსეთის აგრესიის შეკავება. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება საქართველო, უკრაინა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში. საქართველოს აქვს აშშ-ს მხრიდან დახმარება თავდაცვითი შეიარაღების კუთხით, ანტისატანკო ჯაველინების სისტემის შეძენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ჯერ კონკრეტიკა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ექნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა“, განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი