თბილისში გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
14-08-2018, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 

 

პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს.

 

 

თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება.

 

 

„ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რომ შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს.

 

 

რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი