იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ გენუის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლის ხიდი ჩამოინგრა, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობებითვე, უზარმაზარი კონსტრუქციის ნანგრევების ქვეშ ავტომანქანები იყო მოყოლილი.

(იტალიის პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ არის გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა ხიდის გადარჩენილი ნაწილის ბოლოში)
იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ განაცხადა, რომ ეს არის „უჩვეულო ტრაგედიის“ მსგავსი.
ახალი ამბების სააგენტო „Adnkronos“-ი მომხდარიდან მალევე, ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერდა, რომ გარადაცვლილი იყო „ათეულობით ადამიანი“.

პოლიციის წყაროს ცნობით, კი „სულ მცირე 10 ადამიანი იყო დაღუპული“.
მოგვიანებით, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხიდის ჩამონგრევის შედეგად 20 ადამიანი მოკვდა, 13-მა კი დაზიანებები მიიღო. მისივე თქმით, მსხვერპლთაგან ყველა იმათთაგანია, ვინც ხიდის ნაწილის ჩამონგრევისას აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.
უფრო ადრე, იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა ედუარდო რიქსიმ განაცხადა, რომ გარდაცვლილი იყო 22 ადამიანი, დაზიანებები კი 13 სხვას ჰქონდა მიყენებული.
ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული და ცნობილია, როგორც „მორანდის ხიდი“. ხიდის ჩამონგრეული ნაწილის სიგრძე ათეულობით მეტრს შეადგენს.
კონსტრუქცია თავსხმა წვიმისას, ადგილობრივი დროით შუადღისას ჩამოინგრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.