თამარ ჩუგოშვილი: „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს
14-08-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს და იმ შემთხვევაში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში თუ კანდიდატი განსაკუთრებით მისაღები იქნება მმართველი გუნდისთვის.

 

 

„ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიები უმრავლესობის შიგნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს. ორი ძირითადი მიზეზია. პირველი, ჩვენ თუ გვინდა, ქვეყნის დემოკრატიის განვითარება, მნიშვნელოვანია, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს ყველა უმაღლესი თანამდებობა. მეორე, ჩვენ ქვეყანაში არსებული წარმოდგენები პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით საპრეზიდენტო სისტემა და აქედან გამომდინარე, დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების ​ განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის.

 


ვერ გეტყვით, ჩვენი მხარდაჭერა ვინმეს ექნება თუ არა. რომელიმე კანდიდატი თუ იქნება განსაკუთრებით მისაღები და ჩავთვლით, რომ იმსახურებს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერას, მაშინ ჩავერთვებით კამპანიაში“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი