პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირალნ მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კითხვები ეხებოდა მის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი თავის აფეთქებას აპირებდა სუს-ის შენობის წინ. მაჩალიკაშვილის თქმით, მას ჰკითხეს თუ რას გულისხმობდა ამ განცხადებაში მისივე თქმით, მან უპასუხა, რომ ეს იყო გამწარებული მამის სიტყვები. მოკლული ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს დააკავებენ თუ არა.
„კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ. რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. მე ეს კითხვა გამომძიებლებისთვის არ დამისვამს.
ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი უსამართლობა ხდება. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა“, განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.