დავით უსუფაშვილი არის კანდიდატი, რომელიც თავის პოლიტიკურ ინტერესს, სახელმწიფო ინტერესებში არ აურევს - გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებას“ დავით უსუფაშვილის მხარდაჭერას ურჩევს
14-08-2018, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის „დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, რომ ერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არა დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილის, არამედ დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი. ექსპერტის თქმით, უსუფაშვილი არსებულ კანდიდატებს შორის არის ერთადერთი, რომელსაც შუძლია თავისი პოლიტიკური და პირადი ინტერესები გვერდით გადადოს და სახელმწიფოსთვის ნებისმიერ ძალასთან კონსენსუსი მოძებნოს.

 

 

„ისინი ხომ გვეუბნევიან, რომ ქვეყანაზე ფიქრობენ და ქვეყნისთვის აკეთებენ ამას ხო და მათთვის სულერთია ვინ იქნება ოპოზიციონერი, თუ ქვეყანაზე ფიქრობენ, მაშინ რეალურად საპრეზიდენტო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარები, რომ თავისი პოლიტიკური და პირადი ინტერესი არ გათქვიფოს სახელმწიფო ინტერესში არ აურიოს და პრინციპში კონსენსუსი მაძიებელი ადამიანია და კომპეტენტურია, რაც მთავარია თან მდიდარი ბიოგრაფიით, ეს არის უსუფაშვილი. თუ ისინი ქვეყანაზე ფიქრობენ, როგორც გვეუბნებიან, მაშინ დაუჭირონ მხარი უსუფაშვილს, რა სალომე ზურაბიშვილი აუტყდათ ვერ გავიგე. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხვალ და ზეგ რას იზავს ღმერთმა უწყის.

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ არის დრო დარჩენილი და ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია „ქართულ ოცნებას“ იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და თუ 100-ს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის აკეთებენ - ერთი სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგან. აგერ არის კანდიდატი, რომელიც ქვეყნისთვის სამარცხვინო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ზურაბიშვილივით და სულ ბომბზე არ ვისხდებით, როდის?, სად?, რას? ააფეთქებს ღმერთმა უწყის“, განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი