გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო გარეგნობა აქვს, მაგრამ გარეგნობით არჩეული პრეზიდენტი რა ვთქვი
14-08-2018, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის „დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კი აქვს საპრეზიდენტო გარეგნობა, მაგრამ სრულიად არაკომპეტენტურია პრეზიდენტობისთვის. ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ არაფორმალური წევრია.

 

 

„ადამიანი ჩემი აზრით, არის არაკომპეტენტური, არ აქვს სახელმწიფო მართვის არანაირი გამოცდილება, მხოლოდ ამბიციები აქვს. კი ბატონო გარეგნობა საპრეზიდენტო აქვს, მე მიხარია ეს და მსიამოვნებს რომ ვუყურებ, მაგრამ გარეგნობით არჩეული პრეზიდენტი რა ვთქვი, რაზე ვლაპარაკობ და ბიოგრაფიაზე გველაპარაკებიან. წინა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რესურსით დასვეს პარლამენტში. ის რომ დიპლომატად მუშაობდა, არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ ვუყურებთ მის საქართველოში მოღვაწეობას, ეს მოღვაწეობა არის აბსოლუტურად არასტაბილური, აბსოლუტურად გაუგებარი, გინდაც მინისტრობის პერიოდი ავიღოთ, პროფესიონალი ადამიანები არ დატოვა საერთოდ სამინისტროში, ყველა გაყარა, ესეთი ადამიანია, აბსოლუტურად უმართავი. „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო ბოლო წლები, რაის დამოუკიდებელ კანდიდატზე მელაპარაკებიან, „ქართული ოცნების“ წევრი სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ფორმალურად არ არის, მაგრამ აქტივისტი იყო ერთ-ერთი თავგადაკლული“, განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი