სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ჯანმრთელია - კობაურს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ
14-08-2018, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

 

 

კობახიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

 

 

მას სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაიყვანენ.

 

 

მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. ექსპერტიზის ჩატარება საქმის პროკურორმა მოითხოვა.

 

 

გარდაცვლილ ლორა სმიტთან  ბრალდებულ  მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში. ასევე დასკვნაში აღნიშნულია, რომ სმიტების 4 წლის შვილი თავზე იარაღის მიბჯენით არის მოკლული.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს, ცოლ-ქმარი - 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა სმიტი - დაღუპული იპოვეს. მაშველების მიერ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მათი 4 წლის შვილის ცხედარიც. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი