მაშველები ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ გენუაში ავტომაგისტრალზე გადებული 45 მეტრის სიმაღლის საავტომობილო ხიდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად - რამაც ბოლო ცნობებით 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ნანგრევებში მოყოლილ შესაძლო გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ.
პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 16-მა დაზიანებები მიიღო, ხიდის ჩამონგრევისას მასზე მოძრავი ათეულობით სატრანსპორტო საშუალების ნანგრევებში მოყოლის შედეგად. დაკარგულად ითვლება 4-დან 12-მდე ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ნანგრევებიდან შესაძლებელია ადამიანების ყვირილის გაგონება. 250 მაშველი-მეხანძრე სამძებრო სამუშაოებს სუნზე დაგეშილი ძაღლებით განაგრძობს.
„ჩვენ იმედს არ ვკარგავთ“, უთხრა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს სამაშველო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემანუელ გიფიმ, რომელმაც პირობა დადო, რომ მისი გუნდი „განაგრძობს ბოლო წუთამდე სამუშაოებს, ვიდრე უკანასკნელი ადამიანი არ იქნება გადარჩენილი“.
ბოლო საათების განმავლობაში ასეულობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა იმის შიშით, რომ ხიდის სხვა ნაწილებიც არ ჩამოინგრეს.
იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ გენუის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლის ხიდი სამშაბათს შუადღისას, თავსხმა წვიმის დროს ჩამოინგრა.
ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული და ცნობილია, როგორც „მორანდის ხიდი“. ხიდის ჩამონგრეული ნაწილის სიგრძე ათეულობით მეტრს შეადგენს. ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხიდის ჩამონგრევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.