დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით (WIC). მონაწილეების მიერ განხილულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, მუნიციპალური პროგრამების და მუნიციპალური ბიუჯეტის ანალიზი, ქალთა და მამაკაცთა არსებითი სამსახუროებრივი თანასწორობის მიღწევა. შეხვედრის მიზანი იყო - გამოირიცხოს ნებისმიერი დისკრიმინაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრა ჩატარდა გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.