ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული
19-06-2015, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ვიდეოხაფანგები დამონტაჟდამონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ.
როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი “რუსთავი 2″-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.
InterPressNews.Ge“ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი”, – განაცხადა მონადირემ.
ჩვენ ვესაუბრეთ “ინტერპრენიუსის” ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმებინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული.
“ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ეს მონტაჟი”, -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი