სოსო ცინცაძე: „ქართულ ოცნებაშიც“ მშვენივრად იციან, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად გახდება მათი კანდიდატი, მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია
15-08-2018, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოცნებაშიც“ მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია, აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

 


მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს, თუ არა ის, რომ შექმნილ ვითარებაში თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

 


„მე რომ ცოტა მაღალი წარმოდგენის ვიყო მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პროფესიულ შესაძლებლობებზე, მაშინ თავისუფლად ვიტყოდი, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს, გარდა საკუთარი კანდიდატის დაყენებისა.

 


„იმასაც ვიტყოდი, რომ ზურაბიშვილი მშვენიერი, თვითმოვლენილი ფიგურა აღმოჩნდა ამ სიტუაციის შესაქმნელად. საპრეზიდენტო ეშხში შესულმა „ალაპარაკებულმა“ ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა. თვით რუსული პრესაც კი აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში პირველად, ასე მასობრივად აღიარებს რუსეთის, როგორც აგრესორის როლს და რუსულ საიტებზე ასეთი სათაურის სტატიებიც კი ქვეყნდება - „დანაშაული სასჯელის გარეშე“. ამ დროს პრეზიდენტობის იდეით გატაცებული კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თავად „ოცნებაშიც“ მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია. ზურაბიშვილს წვრილ-წვრილად გაუხსენებენ მის წარსულს, ხანმოკლე მინისტრობის დროს საკადრო პოლიტიკით დაწყებულსა და ჩოხებში გამოწყობილი ელჩებით დამთავრებულს.

 


„ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, როგორც კი დადგება დღე, როდესც „ოცნება“ იძულებული გახდება, დაასახელოს თავისი რჩეული, პირველი რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილი მექანიკურად დადგება არჩევანის წინაშე, ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან სერიოზულ რისკზე წავიდეს და პრეზიდენტად იხილოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

 


„რასაკვირველია, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თვით საქართველოს ისტორიაშიც კი ჯერ არნახული მასშტაბით გაყალბებული არჩევნები, მაგრამ ეს კიდევ უარეს რისკებთან იქნება დაკავშირებული.

 


„აქედან გამომდინარე, რჩება ერთადერთი ლოგიკური დასკვნა - შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს უალტერნატივო გადაწყვეტილებას და თვითონ იყრის კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე“, განაცხადა „რეზონანსთან“ სოსო ცინცაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი