კახა კალაძე: ჩემი დავალებით, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტროტუარები აბსოლუტურად გასუფთავებული და მოწესრიგებულია
15-08-2018, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიებზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშენი მასალების ტროტუარებზე გადმოტანის პრობლემა მხოლოდ დიდუბის რაიონს არ ეხება და ეს პრობლემა ყველა რაიონში მოგვარდება.



„ჩემი დავალებით, დიდუბის რაიონში, კერძოდ, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ქონდა ხოშარაულის, აგლაძისა და გიორგაძის ქუჩებზე მოეწესრიგებინათ იქ არსებული მდგომარეობა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა - ტროტუარებზე გამოტანილი იყო საშენი მასალები, საბურავები და შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება, რადგან ყველაფერი ტროტუარზე იყო გადმოტანილი. ეს ყველაფერი მოძრაობასაც აფერხებდა, რადგან ფეხით მოსიარულე ადამიანებს გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლა უხდებოდათ და ამას ავარიაც მოჰყოლია. შესაბამისად, დავალების შესრულების შემდეგ, ეს ყველაფერი მოწესრიგდა. დღეს აბსოლუტურად გასუფთავებულია ტროტუარები და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ზედამხედველობა უნდა გავაგრძელოთ. ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ ზედამხედველობის სამსახურს კოორდინირება გავუწიოთ, რათა ასეთი ადგილები მოწესრიგდეს და გატარდეს იგივე ღონისძიებები. ეს მარტო დიდუბის რაიონს არ ეხება. სხვა რაიონებშიც გვაქვს ასეთი სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო და იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ასე, ღიად, ეყაროს?! ყველა რაიონში, სადაც ამგვარი პრობლემებია, გატარდება ღონისძიებები“, განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი