თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონში ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ნებართვა მისი მერად არჩევის მერე არის გაცემული და ამ შეცდომასა და შენიშვნას იღებს. თბილისის მერიამ მოლაპარაკებები გამართა აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრესთან და ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ. დედაქალაქის მერია კერძო მესაკუთრეს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა შევეხო ძალიან საინტერესო და სენსიტიურ თემას - ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდუბის რაიონში უნდა გახორციელებულიყო, წერეთლის გამზირზე, მე-12, მე-13 და მე-15 კორპუსებს შორის. სასტუმრო უნდა ჩაკვეხებულიყო კორპუსებს შორის, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სამწუხაროა ის, რომ ნებართვა ჩვენ მიერ იყო გაცემული. მაშინ ახალი მოსულები ვიყავით და ახალი დაწყებული გვქონდა მუშაობა, როდესაც ეს პროექტი გაიპარა. ნებართვა არ უნდა გაცემულიყო, ჩვენ ამ შენიშვნას და შეცდომას ვიღებთ. ნებართვა გაუქმებულია. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება აღნიშნული ტერიტორიის კერძო მესაკუთრესთან და შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავუკეთებთ. მინდა თანამშრომლობისთვის მას მადლობა გადავუხადო. ამ კონკრეტულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა შეუძლებელი იყო, რადგან მჭიდრო დასახლებაა და ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დიდუბის გამგებელს, ქალბატონ ირმას [ზავრადაშვილს], მინდა დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, იქ მხცოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე და ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარება იქნება საჭირო, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.