თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში თამარის ხიდის რესტავრაცია დაიწყება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველ დოქ. როლანდ ისაკაძეს ადგილზე შეხვდნენ და ისტორიული ხიდის აღდგენის მეთოდებზე იმსჯელეს.
„გოდოგნის ადმინისტრაციული ერთეული მდიდარია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საეკლესიო მნიშვნელობის უნიკალური ისტორიული ძეგლებით, რომელიც შესწავლას საჭიროებს. ყველაფერი ეს, წარმოადგენს ძეგლების კომპლექსს და გვირგვინდება გელათის მონასტრით. ძეგლებს შორის მდინარე ჭიშურაზე არის თამარის თაღიანი ხიდი, რომელიც, როგორც წარწერა იუწყება, რესტავრირებულია 1668 წელს და უნიკალურია იმით, რომ დღესაც მოქმედია. ხიდის ბურჯები დაზიანებულია და საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს, რის გამოც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, წერილით მივმართეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და უახლოეს მომავალში სპეციალისტების ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, რათა მინიმალური ჩარევით მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.
ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია, განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია“, აღნიშნა მანუჩარ ფანჩულიძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.