წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთში, მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩვენ შევძელით მოქალაქეების თხოვნის დაკმაყოფილება და დღეს უკვე ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში დაწყებულია გაზიფიცირების სამუშაოები. ეს ადგილობრივების მოთხოვნა იყო წლების მანძილზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირი ორივე სოფელში, დაახლოებით, 700-მდე ოჯახს მიეწოდება“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

გაზიფიცირების სამუშაოებს, სახელმწიფო დაფინანსებით, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. მერი მოქალაქეებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო, რომელთა მოგვარება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეტაპობრივად მოხდება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ზედა მესხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც იმყოფებოდნენ, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენდა. ეკლესიის სახურავის აღდგენა ადგილობრივთა შემოწირულობებით ხორციელდება.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.