საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თუ რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
„იცით ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ გუნდს არ ეყოლება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი. თუ რა პოზიციას დაიჭერს ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელსაც ახლო მომავალში გააჟღერებს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება მომავალ კვირასაც მოხდეს“, განაცხადა ლევან იზორიამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მე მგონი, არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომ ეს იყო კულმინაცია 2008 წელს იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდებოდა საქართველოში, სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.