Bloomberg-ი: ქართული ეროვნული ვალუტა აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ შეარყია
15-08-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, წერს სააგენტო „ბლუმბერგი“.

 


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქართული ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ ქართული ლარი შეარყია.

 


„რამდენიმე დღეში ლარი თურქეთის სავალუტო კრიზისმა ჩაითრია, ვინაიდან ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ადაპტირება დასჭირდება“, – ნათქვამია სტატიაში, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 


ავტორი წერს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ექვსი პროცენტით გაუფასურდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელიც მიმდინარე თვეში თავად განიცდის ვალუტის დაცემას აშშ-ის მხრიდან ბოლო სანქციების ამოქმედებისა და ახალი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ.

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, სტატიაშია აღნიშნულია, რომ ლარის წარმატების უკუსვლა თურქული ლირის გვერდითა ეფექტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ლირის გაუფასურება უკვე აისახა ევროზონასა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე. რუსეთსა და თურქეთში არსებულმა სავალუტო კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეც, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი