საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანად 4,622,445 ლარს შეადგენს, აქედან თანამდებობრივი სარგო – 2,649,852 ლარია, დანამატი – 1,067,922 ლარი, ხოლო პრემია – 904,671 ლარი. დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა – 120.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში სხვა დანამატები დაუწესოს. დანამატის გაცემისას კი, თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა უნდა დასაბუთდეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, „დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ, დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა ვიდრე დანამატის“, წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.