პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ - განაცხადა, რომ არ არის საჭირო 2008 წლის ომზე მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდეს ერთადერთი თემა მისი საარჩევნო კამპანიის, როგორც ამას ზოგიერთი ცდილობს.
„არაფერი სხვა განცხადება. მე უკვე შეგატყობინებთ ჩემი განმარტება. ეს იყო, როგორც ვიცით, ამოვარდნილი კონტექსტიდან. მე მგონი არ არსებობს საქართველოში ორი განსხვავებული აზრი ამის შესახებ და მე მგონი, რომ არ არის საჭირო ეს თემა გახდეს ერთადერთი თემა ჩემი საარჩევნო კამპანიის, როგორც ზოგიერთი ცდილობს, რამეთუ არის ძალიან ბევრი თემები, რომელიც აუცილებელი არის და ხვალიდან მე ვიქნები დიდ ჯიხაიშში, საიდანაც გავაკეთებ ჩემს პირველ განცხადებას ყველა იმ თემაზე, რომელიც იქნება ჩემი პრიორიტეტი, ჩემი ხედვა და მე მგონი ეს არის საინტერესო, რომ კამპანია წარიმართოს პოზიტიურად და არა ლანძღვა-გინებაზე, რაც სამწუხაროდ არის ჩემი ზოგიერთი ოპონენტის და კონკურენტის არჩეული გზა. მე არ ვაპირებ, რომ ამ გზაზე დავდგე, არ ვაპირებ რომ ვუპასუხო, არამედ ვაპირებ, რომ ჩემს გზაზე ვიარო“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.