ირაკლი ალასანია: დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა
19-06-2015, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა, - ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას.


როგორც ალასანია აცხადებს, სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ვინაიდან თუ საზოგადოება ერთიანია, ის აუცილებლად გაიმარჯვებს.


"სასამარლომ ე.წ. კაბელების საქმის ხუთივე უკანონო პატიმარი გაათავისუფლა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს 10 000 ლარს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.


დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა. სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე იმარჯვებს", - აცხადებს ალასანია.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი