რომან გოცირიძე: „მილიონი ლარი პრეზიდენტმა გასცა 120 კაცზე, როდესაც მილიონ ლარს ღებულობდა რამდენიმე მინისტრი ამ ერთი წლის განმავლობაში“
15-08-2018, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას. დეპუტატის თქმით, აუდიტის დასკვნას „პოლიტიკური ელფერი დაკრავს“.

 


„მილიონი ლარი პრეზიდენტმა გასცა 120 კაცზე, როდესაც მილიონ ლარს ღებულობდა რამდენიმე მინისტრი ამ ერთი წლის განმავლობაში, ზოგიერთი მინისტრი ღებულობდა ხელფასზე 2-ჯერ მეტ პრემიას და დანამატს და არავის მოუთხოვია მათთვის დასაბუთება, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. ასე რომ, ამ დასკვნას პოლიტიკური ელფერი დაკრავს“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანად 4,622,445 ლარს შეადგენს, აქედან თანამდებობრივი სარგო – 2,649,852 ლარია, დანამატი – 1,067,922 ლარი, ხოლო პრემია – 904,671 ლარი. დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა – 120.

 


აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 2017 წელს დანამატების გაცემის პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი