დავით უსუფაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს, თუ პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს
15-08-2018, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, რომელსაც მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ უჭერს,  TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების წონის მიხედვით, ავლაბრის სასახლე არ შეეფერება, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი უფლებების წონის მიხედვით, რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს, რადგან ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მარტო თანაშემწეების დანიშვნა შეუძლია.

 

 

„თუ სასახლის ზომა უნდა იყოს კავშირში კონკრეტული თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ საძალაუფლებო წონასთან, მაშინ მე გეტყვით ასე - პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო წონით უნდა განთავსდეს, რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ინდივიდუალურად, მაქსიმუმი რაც შეუძლია გააკეთოს, თავისივე თანაშემწეები დანიშნოს ერთპიროვნულად და შეიძლება გუგული მაღრაძე არ გაუშვას თამბაქოს წინაღმდეგ გამართულ კონფერენციაზე სადმე, სხვა არანაირი ფუნქცია ერთპიროვნულად პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს, მაშინ კეთილი ინებოს, ჩავიდეს სარდაფში და იქ დაჯდეს თავისი წონის შესაბამისად და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1  ულდანი შელია
      
ვეტანხმები
18 აგვისტო 2018 14:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი