პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთთან ფეხით სავალ გზაზე უნდა იყოს, ხოლო ეს „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ იცის, შეუძლია ანგელა მერკელს ჰკითხოს, რომ ჩამოვა - დავით უსუფაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის შინაარსზე საუბრობს
15-08-2018, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, რომელსაც მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ უჭერს,  TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ აცხადებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იჯდება თუ გამოღმა, ის მაინც იპრეზიდენტებს, ხოლო პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთთან ახლოს თუ არ იქნება მაშინ საპარლამენტო მმართველობის შინაარსი იკარგება და თუ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, მაშინ 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ჩამოდის და მას ჰკითხოს, თუ რამდენ დროს ატარებენ ის და მისი მინისტრები პარლამეტში.

 

 

„მე ვამბობ იმას, რომ ვარ იმავე პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ვიყავი 2012 წელს და ვამბობ, რომ გამარჯვების შემთხვევაში და შემდეგ, დიახაც მე შევალ ავლაბრის სასახლეში და ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები და დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, პრემიერ მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერი პირველი პრობლემა გვაქვს პარლამენტის ქუთაისში არსებობა. ეს არის ის პრობლემა, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირებას მინიმუმ 30-40 პროცენტით ამცირებს. პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იჯდება თუ გამოღმა, პრეზიდენტს შეუძლია იპრეზიდენტოს, მაგრამ მეც ვთვლი, იმ ვითარებაში რაშიც ვართ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო სიმბოლოები. ავლაბრის სასახლიდან მე გამოვალ და გამოვალ არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, ან წავედი და აქ რაც უნდა ის მომხდარა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გადმოვა თბილისში და სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ეყოლება.

 

 

საპარლამენტო მმართველობას რომ იშველიებს ეს ხალხი, რომ პრეზიდენტი იქიდან აქ უნდა გადმოვიდეს, იმიტომ რომ საპარალამენტო მმართველობააო, საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს იმას, რომ პრემიერ მინისტრი და მინისტრები კვირაში მინიმუმ 2 დღეს მაინც ატარებენ პარლამენტის შენობაში, ამას ჰქვია საპარლამენტო მმართველობა. ამიტომ ვამბობ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს. მე პარლამენტის წევრების ნერვები კი არ მაღელვებს, რომ გზაში ნერვები ეშლებათ, არამედ პარლამენტის იქ ყოფნა ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკის შინაარსის გამოცლას იმიტომ, რომ სადაც პარლამენტია, მთავრობაც იქ უნდა იყოს.

 

 

23-ში ჩამოდის ქალბატონი მერკელი, გერმანიის კანცლერი და ჰკითხონ ქალბატონ მერკელს, კვირაში რამდენ საათს ატარებს პარლამენტის შენობაში, შიგნით და მისი მინისტრები რამდენ საათს ატარებენ პარლამენტში, შიგნით. ამიტომ როცა შენობებზეა საუბარი და საპარლამენტო მოდელის ადეკვატურ მოწყობაზე, ნომერი პირველი თემაა, რომ პარლამენტი და მთავრობა უნდა იყვნენ პრაქტიკულად ფეხით სასიარულო მანძილზე, რომ ესაა საპარლამენტო მმართველობა. პრეზიდენტი მე მგონია, რომ ათონელის ქუჩაზე უნდა განთავსდეს, მაგრამ რატომ მგონია ეს - ავლაბრის სასახლეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს რესპუბლიკის სასახლე, სახელმწიფოს სიმბოლო, რომელშიც გავაერთიანებთ 1918-21 წლის რესპუბლიკას, 1991 წლიდან დღემდე რესპუბლიკასაც, საბჭოთა რესპუბლიკას ცხადია, არ ვთვლი“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი