საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელაღსრულების მე–9 დაწესებულებიდან თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იტყობინება ამ წუთებში „კურიერი“.
მათივე ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში რამდენიმე დღის წინ გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა ამის გამო გახდა საჭირო.
ადვოკატების თქმით, საუბარია სასუნთქი გზების დაავადებაზე. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები ვანო მერაბიშვილს უკვე დიდი ხანია, აღენიშნება.
ოჯახის ახლობლების განმარტებით, დაახლოებით, 10 დღის წინაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა და ექიმებს სურდათ დამატებითი კვლევების ჩატარება, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ციხის გარეთ კლინიკაში არ გადაიყვანეს.
მათივე თქმით, დღეს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ მერაბიშვილი ბადრაგმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში, ირწმუნება „რუსთავი 2“, რომლის ინფორმაციითაც, ამ დროისთვის მერაბიშვილი ისევ საპატიმრო დაწესებულებაშია დაბრუნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.