თელავში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. მომხდარის შემდეგ, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მივიდა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.