გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 26 საკითხი განიხილეს
16-08-2018, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს.

 


სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭრა დადგენილების პროექტს, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ დაცნობად მიიღო 2018 წლის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიში, ხოლო დადებითად შეფასდა 2018 წლის რეგიონალური დაფინანსებით განსახორციელებელი სამუშაოების პროექტი და სამუშაო გეგმა.

 


მნიშვნელოვანია რომ უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მცხოვრები კახაბერ ლალიაშვილის დახმარების საკითხი ასევე მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების საკითხები.

 


ამავე სხდომზე დადგინდა საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი, და ცვლილება შევიდა განკარგულებაში „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.“

 


საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი საარჩევნო სააგიტაციო მასალის გასაკრავად ადგილების განსაზღვრის შესახებ და ათი ერთეული ავტომობილის (ჩამოწერილი ჯართი) საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმის თაობაზე. ასევე განხილულ იქნა საკითხები - სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა ტრანსპორტირებასა და სხვლა-ფორმირებაზე ნებართვის გაცემას.

 


აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი