ივანიშვილის "პოლიტიკაში დაბრუნების" დროის ლიმიტი შეზღუდულია!
19-06-2015, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, მასმედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, – ბიძინა ივანიშვილი:"მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია და თუ რაიმე უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. დღეს კი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ". – თითქოს, ამომწურავი პასუხია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი ხალხის "თვალში", ამჟამინდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის "მოყვანილია ხელისუფლებაში"! დიახ, საქართველოს ამომრჩევლებმა 2012 წლის და ყველა დანარჩენ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა მას შემდეგ, ხმა მისცეს "კოალიცია "ქართყლ ოცნებას" იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ წლინახევრის წინ ივანიშვილმა დატოვა ყველა პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც, ქართველი ხალხის მხარდაჭერა მის მიერ დატოვებული ხელისუფლებისადმი, განპირობებულია სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი პირადი ნდობის ფაქტორით, მაგრამ – ხალხის "ნდობის ლიმიტი უსასრულო არ არის"! რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგმა ბევრად დაიწია 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ხოლო დაჩქარებული ტემპით იწყო კლება იმ დღიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგა! ეს რეალობაა და არაფერს ვიგონებ! ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ "პოლიტიკურად დროში საკმაოდ შეზღუდულია" და როცა ჩათვლის საჭიროდ – იგი "უპრობლემოდ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება"! მიმაჩნია, რომ ივანიშვილს "პოლიტიკაში დროულად დაბრუნების ვადა" ამ წლის ბოლომდე აქვს! 2016 წლის გაზაფხულისთვის კი, შეიძლება დაგვიანებული იყოს, რადგანაც საპარლმენტო არჩევნებამდე 7–8 თვით ადრე მის "მობრუნებას პოლიტიკაში" ხალხი აღიქვამს დახმარების მცდელობად, რათა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვოს, რასაც შემდგომ მისი "ხელახალი წასვლა მოყვება პოლიტიკიდან"! ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკაში დაბრუნების" დროის ლიმიტი შეზღუდულია!!!...

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი