გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი თანამედროვე ტიპის სპეცტექნიკა შეიძინა. მრავალფუნქციური ტრაქტორი მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 183 000 ლარად, შპს „ბასმოტორსისგან“ შეიძინა.
2018 წლის, ინგლისური წარმოების „MST” მოდელის ექსკავატორს 10-მდე სხვადსხვა ტიპის სამუშაოს შესრულება შეუძლია, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არხების გაწმენდას, შიდა გზების მოხრეშვასა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულებას სრულად უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სამუშაოების შესასრულებლად, მუნიციპალიტეტს სპეცტექნიკის მომსახურებისთვის ყოველწლიურად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება უწევდა, რაც ვადებში გაჭიანურებას და ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარის ხარჯვას უკავშირდებოდა. ამიერიდან კი მუნიციპალიტეტი, საკუთრებაში არსებულ ტექნიკას მიზნობრივად, ზედმეტი დანახარჯის გარეშე საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.