მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. ის კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. უწყებაში მაჩალიკაშვილთან კითხვები აქვთ 9 თვის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, როდესაც სპეცრაზმის მიერ გასროლილ ტყვიას მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა. მაჩალიკაშვილის თქმით, შეიძლება ტერორიზმის ბრალდებით დააკავონ, რადგან გამორიცხული არაფერი არ არის.
„თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში ე.ი. სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ამ სახელმწიფოში არაფერი არ არის გამორიცხული, ის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ სხვა არაფერი ინტერესი არ აქვთ“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.