ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი პრეზიდენტ ტრამპს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „უმეგობრდება და აქებს ისეთ დესპოტებს და დიქტატორებს, როგორიცაა პუტინი და კიმ ჩენ ინი, ხოლო მათ ვინც პატრიოტ ამერიკელებს წარმოადგენს, პატივს არ სცემს, ემუქრება და მტრებს უწოდებს“.
„კიდევ ერთხელ, ეს პრეზიდენტი აგზავნის შეტყობინებას, რომ იგი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც არ ეთანხმება მას და დააჯილდოვებს მათ, ვინც აქებს მას... ეს პრეზიდენტი უმეგობრდება და აქებს ისეთ დესპოტებს და დიქტატორებს, როგორიცაა პუტინი და კიმ ჩენ ინი, ხოლო იმათ ვინც პატრიოტ ამერიკელებს წარმოადგენს, პატივს არ სცემს, ემუქრება და მტრებს უწოდებს, მაგალითად, ისეთ ომის გმირს, როგორიცაა ჯონ მაკკეინი; ჩვენი ქვეყნის თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს; და ისეთ თავდადებულ საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა ჯონ ბრენანი“, წერს კომი „თვითერზე“ და განაგრძობს, რომ ამერიკელმა ამომრჩეველმა არ უნდა გაუკეთოს იგნორირება საშინელ ქცევებს ამ პრეზიდენტისა, რომელიც ყოველ დღე ტყუილს ეუბნება ამერიკელ ხალხს, ახალისებს რასიზმს, არის ქალთმოძულე და მის ინტერსესს ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე მაღლა აყენებს“, აღნიშნულია კომის განცხადებაში.
კომიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა.
თეთრმა სახლმა ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ ის სადაზვერვო სამსახურის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლების შეჩერების საკითხს სწავლობდა.
თეთრი სახლის პრეს-მდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, მათ შორის, ვისთვისაც საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლების შეჩერების საკითხიც განიხილება, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომიცაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.