ნიკა მელია: „ეს ხელისუფლება ამ არჩევნებში უნდა დაამარცხოს ხალხმა, რის შემდეგაც ძალიან მალევე უნდა შევცვალოთ აღმასრულებელი ხელისუფლება“
16-08-2018, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ამ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ, ძალიან მალევე უნდა შევცვალოთ აღმასრულებელი ხელისუფლება“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დუშეთში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და სხვა ლიდერების მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას.


მელიამ აღნიშნა, რომ მარტივად შეიძლება ტურიზმის განვითარებით დუშეთის მუნიციპალიტეტის ფინანსურად გაძლიერება, რაც არ ხდება და „სწორედ ამიტომ, ეს ხელისუფლება ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს და დაამარცხოს ხალხმა“.  


„ძალიან ელემენტარულად შეიძლება, მხოლოდ ტურიზმის, თუნდაც, შიდა ტურიზმის, განვითარებით დუშეთში ცხოვრობდეს, არა თუ საშუალო ფენის წარმომადგენლები, არამედ მდიდარი ადამიანები. თუ შესაძლებელია გაკეთდეს ის, რაც სიღნაღში, ყვარელსა და მესტიაში გაკეთდა, ბატონმა ივანიშვილმა დუშეთში აგური აგურზე რატომ ვერ დაადო?! სწორედ ამიტომ, ეს ხელისუფლება ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს და დაამარცხოს ხალხმა. ამ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ, ძალიან მალევე უნდა შევცვალოთ აღმასრულებელი ხელისუფლება“, განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი