ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით, 18-19 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამედიცინო გასინჯვების აქცია მოეწყობა.
აქციის ფარგლებში თერჯოლას ეწვევიან ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, ჩაჩავას კლინიკის, პედიატრიული პრივატ კლინიკის და კლინიკა „ახალი მზერის“ წამყვანი სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, რადიოლოგი და პედიატრი. ასევე ჩატარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები (ექოსკოპია, კარდიოგრამა).
გოგნში, ჩხარში, ალისუბანში, რუფოთში, ღვანკითში, საზანოში, თუზში, ახალთერჯოლაში, სიქთარვასა და თერჯოლაში მცხოვრები მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ:
18 აგვისტო - ქალაქი თერჯოლა - მისამართი: ს.ს.ი.პ თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა.
ძევრში, ეწერში, ბარდუბანში, , ნახშირღელეში, ზედა სიმონეთში, ქვედა სიმონეთში, გოდოგანში, კვახჭირსა და ჭოგნარში მცხოვრები მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ:
19 ივლისი - სოფელი ზედა სიმონეთი - მისამართი: სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.