„ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების კომენტირებისას.
„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია არის, რომ ტურისტები უნდა იყვნენ უსაფრთხოდ. ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისიერმა ბიზნეს ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო და კონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ტურისტების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა სასტუმროს კომპეტენციაა. მისივე თქმით, სასტუმროს ინფორმირება ერთი თვის წინ მოხდა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული 43 რეკომენდაციიდან უმეტესობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელია“ - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.