300-ზე მეტი მედიაორგანიზაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდასხმების შესაკავებლად და თავისუფალი პრესის მხარდასაჭერად ხუთშაბათს კამპანიას იწყებს.
გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპის მედიის წინააღმდეგ „ბინძური ომის“ შესაჩერებალდ და დასაგმობად მთელი ამერიკის მასშტაბით მოწოდება The Boston Globe-მა გააკეთა, გამოიყენა რა ჰაშთაგი #EnemyOfNone.
ტრამპი ამერიკული მედიის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა და მას „ყალბი ახალი ამბები“, ხოლო ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ უწოდა.
გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მედიისადმი ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რისკს ზრდის.
The Boston Globe-მა პირობა დადო, რომ „[ტრამპის] ადმინისტრაციის პრესაზე თავდასხმის საფრთხეებზე“ 16 აგვისტოს სარედაქციო წერილს გამოაქვეყნებდა და ანალოგიურის გაკეთების თხოვნით მიმართა სხვებსაც.
ამერიკული გამოცემის მოწოდებას, გამოსულიყვნენ პრეზიდენტ ტრამპის თავისუფალ პრესაზე თავდასხმების წინააღმდეგ, თავდაპირველად ახალი ამბების 100 ორგანიზაცია გამოეხმაურა, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 350-ამდე არის გაზრდილი და მათ შორის არის, როგორც მთავარი ამერიკული გაზეთები, ასევე შედარებით მცირე მასშტაბის, ადგილობრივი გამოცემები და ისეთი საერთაშორისო გამოცემებიც, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის გაზეთი The Guardian-ი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.