რუსეთი მზად არის საქართველოს სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დაეხმაროს, - ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.
"ჩვენ ვესაუბრეთ ზურაბ აბაშიძეს. მას ვთხოვე ჩვენი სამძიმარი გადაეცა და ვუთხარი, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისში ჩვენს კოლეგებს ეკონტაქტება და მათ დახმარებას სთავაზობს. მე არ ვიცი თანამშრომლობის პრაქტიკული ფორმები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, მზად ვიქნებით. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, გვესმის ერთმანეთის, საჭიროების შემთხვევაში კი, ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის", - განაცხადა კარასინმა.
13 ივნისის ღამეს თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების ოჯახებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიუსამძიმრა. პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საქართველოს სტიქიის მეორე დღეს შესთავაზა დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.