ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“​ აუცილებლად გაიხსნება
16-08-2018, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“​ აუცილებლად გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნაზე სასტუმრო „ველმონდისათვის“​ საქმიანობის შეჩერების შესახებ.

 

 

„სასტუმრო „ველმონდთან“ დაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობდა აქტიური სამუშაო პროცესი. ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და რაიმე ხისტ მოქმედებას კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, ამბობს ლექვინაძე.

 

 

მისი თქმით, სასტუმროს მენეჯმენტი ყველა იმ ხარვეზის შესახებ ინფორმირებულია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.

 

 

„გვესმის რომ სეზონის პიკზე სასტუმროსთვის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მტკივნეულია, თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ ობიექტში უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიამ უნდა აჩვენოს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების პროგრესული დინამიკა და უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება. ასე შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ჩვენ გავაგრძელებთ მედიაციის როლის შესრულებას სასტუმრო „ველმონდის“ მენეჯმენტსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიურადაც ჩავერთოთ პროცესში“, ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი