„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. ნათელაშვილმა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის უწყებას ჩატაევის თბილისში შემოყვანასა და მაჩალიკაშვილის „უდანაშაულო“ შვილის მკვლელობაში დასდო ბრალი და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში „ქართველი ხალხის რისხვას ვერცერთი ვერ გაასწრებს ივანიშვილის თამადობით“.
„აგერ ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურში, დღეს მიდის მაჩალიკაშვილის დაკითხვა, რომელსაც მძინარე, უდანაშაულო შვილი მოუკლეს ტერორისტულად და ამ კაცს აქეთ ედავებიან ტერორიზმს. მე ვაფრთხილებ ივანიშვილის სპეცსამსახურს, ამ კაცს ერთი თმა რომ ჩამოუვარდეს, ქართველი ხალხის რისხვას ვერცერთი ვერ გაასწრებს ივანიშვილის თამადობით. ჩატაევის ტერორისტები აქ შემოიყვანეს, აი ამ გომელაურის სამსახურმა; შუა ქალაქში ომი გაგვიმართეს; სპეცრაზმელები დაგვიხოცეს; ქალაქი გადაიწვა; კორპუსი დაინგრა; ხალხი უბინაოდ დარჩა; საარჩევნო ტერორიზმს ესენი ეწევიან და არჩევნებს ესენი აყალბებენ; პოლიტიკურ ტერორიზმს ესენი ეწევიან; საფინანსო ბიზნეს-ტერორიზმს ესენი ეწევიან, რომ ივანიშვილის მილიარდებს კიდევ მილიარდები დაემატოს და კიდევ აქეთ სხვებს ედავებიან ტერორისტულ აქტს, მითუმეტეს ტერორიზმის გზით შვილმოკლულ მამას. ბოლოს და ბოლოს, არ რცხვენიათ მაინც?! მონადირე არ ესვრის მძინარე ნადირს, მძინარე ბიჭი როგორ დაკლეს?! ... ტერორისტები თვითონ არიან, ჩატაევი ამათი შემოყვანილია“, განაცხადა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლებას „ორი მიზანი აქვს, მაქსიმუმ რომ დაიჭირონ [მაჩალიკაშვილი] და თავის ტკივილი მოიცილონ და მინიმუმ შეაშინონ, უკან დაახევინონ და შვილის ხსოვნა დაავიწყებინონ“.
„ეს გამორიცხულია. იმ ბიჭის ხსოვნას მშობლები კი არა, მთელი საქართველო არ დაივიწყებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც დაგეგმა ეს დანაშაული და ეს ოპერაცია, იქნეს დასჯილი და ეს დრო ძალიან მალე მოდის. ჩვენ წინა ხელისუფლების მინისტრებს რომ ვეუბნებოდით, რომ თქვენ დაგიჭერენ, თქვენ აღარ იქნებით კაბინეტებში და ციხეში მოხვდებით, იცინოდნენ და გიჟები არიანო, ამბობდნენ. ვინ ზის ახლა ციხეში, გლდანში, გაიხედეთ. აი, ზუსტად იგივე მოუვათ ამათ, ძალიან მალე“, აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.