პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იქნება ქალების პრეზიდენტი. ზურაბიშვილი გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას.
„პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება, პირველი ქალი პრეზიდენტი ქალების პრეზიდენტი არ იყოს. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია არა მხოლოდ სტატისტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანგრევაა. ეს არის ის, რაც არასოდეს ხდებოდა და დღეს მზარდია. ამას მიხედვა სჭირდება, ამ საკითხის მიმართ ყურადღებით ვიქნები და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მივიღებ და მათთან ერთად ვიმუშავებ იმაზე, ამის წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკა რა უნდა იყოს. ამ ყველაფერს მთავრობას მედიატორის როლით გადავცემ, რათა საჭირო ზომები მივიღოთ“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.