„პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივას განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.
„ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.