ირაკლი კობახიძე: დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ
16-08-2018, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარის და საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ უსუფაშვილმა „ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ“.

 


„დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა. არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი. იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


დავით უსუფაშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ უჭერს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების წონის მიხედვით, ავლაბრის სასახლე არ შეეფერება, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი უფლებების წონის მიხედვით, რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს, რადგან ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მარტო თანაშემწეების დანიშვნა შეუძლია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი